Thursday, December 10, 2009

თქმულია ნათქვამი არსი კარგად სჩანს.
სიყრმის ასაკში განცდილ აღტაცებას
ახლიდან ვერ იგრძნობ, თუ თვლი გატაცებად.
ვესიყვარულე ვერცხლისფერ წყალს,
უბადლო ცეკვა ღვთაებრივ მონასმში,
ტალღების კვეთა ზღვაში მარადჟამს,
მე მიხარია ის რაც არა სჩანს.
დროდადრო ვფიქრობ, ნუთუ გადასჭამს,
ამოწურავენ უშრეტ მარაგსაც,
შემოგასხავენ ფერად ტალახსაც.
ნუთუ გულში აქვს სევდა მაგასაც?!
დაეპატრონე შენს თავს გაგხდის ამტანსაც.
ნახული წარსულში მომავალს არ რიცხავს,
წარსული არ ებრძვის მომავალს, არ კიცხავს.
მხოლოდ შენ მჩუქნი მე იმ ერთ სიტყვას
გაახასხასებს ზამთარში ბალახსაც,
მე სიყვარული ალბათ ასე მწამს.

..2004

No comments:

Post a Comment