Thursday, December 10, 2009

ვინც შენ არ გიყურებს
და ვინც მე არ მიყურებს,
ვინც თავისთვის უკვირდება,
თან რაღაცას პოულობს,
მზერა იტევს სადღაც მიდის.
მომაშორე ეგ კამერა -
ოპერატორმაც გარეკა.
თუ რაღაცა გაგეგება,
სხვისთვის სევდა განელდება.
გაათენებ - გათენდება,
გააბევრებ - გაბევრდება.
განწყობა თუ შეგეცვლება -
ნუ აჰყვები გაჩერდება.
ყველაფერი კარგად მიდის,
ერთხელ კიდე გადაივლის.
ბრმად თუ იტყვი სიტყვას მართალს,
დაკარგავენ კონტროლს ახლაც.
ისევ ის იმპროვიზაცია,
რა იყო, რამ გაგაცია?

..2005

No comments:

Post a Comment