Thursday, December 10, 2009

დღეს მე მაშინდელ სევდას დარდად არ აღვიქვამ,
რადგან მე ვხედავ, რამდენი რამე ყოფილა თურმე გასავლელი.
, როგორ მენატრება, როგორ მაკლია მე შენი თვალების ფერი...
მე მოგონება არ მემორჩილება, რადგან აწმყოა დღეს ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.
ბლუზური ტონალობა შენ არ გიყვარდა შენ მხოლოდ გიყვარდა იების ფერი.
მოთხოვნილების მიხედვით მე ჯაზს ჩავრთავდი და მართლა მეგონა, რომ ეს იყო ყველაფერი.
და თუნდაც გავტეხოთ ამ ბოროტთა საათთა ბოროტი დღენი,
მე მენატრება, მე მენატრება, მე მენატრება შენი თვალების ფერი.

..2000

No comments:

Post a Comment