Thursday, December 10, 2009

ზღვის ფერები მკრთალ დილაში ირეოდნენ.
ანარეკლი სუსხის ფერში ილეოდა.
მოდიოდა წვიმა, ზუსტად ისე როგორც შარშან.
ეს ამინდი ისეთია, როგორც არსად.

რადიოს მიქსს ვერ დაარქმევ ისეთს, როგორც სხვაგან,
სიმღერაში სევდა არის ალაგ-ალაგ.
Smooth Jazz-
ია ამ საღამოს მასთან ახლოს.
წერილებიც მოდიოდა ძმისგან ამ დროს.

ხვალე ისევ წერილს დავწერ,
ელექტრონულ ფოსტას ვატან მისამართით ზგვასთან ახლოს,
ფერწერაა სანატრელი დღეს და ამ დროს,
იმეილით გავაგზავნი ფერთა ნათრობს.

..2004

No comments:

Post a Comment