Thursday, December 10, 2009

სიტყვის ხელოვნება - მძაფრი ზემოქმედება,
უთქმელი სიხარული - მკაცრი წყობით ასახული,
ჰანგი აღმოსავლური - წყობა მუსიკალური,
ჯაზში გამოსახული - ბგერა ყველა განფანტული.

მიქსით რელაქსაცია - აზრთა გაწამაწია,
მშვიდი აზროვნება - ყველა აღფრთოვანდება,
სურვილები აგიხდება- ხასიათი წაგიხდება,
სურვილი არ აგიხდება - ასე უფრო მოგიხდება.

სურათს დაუკვირდები, მზერით ვერ მოსცილდები,
ბგერას რომ მოუსმინო, ხავერდს არ ასცილდები.
ლოგიკური აზროვნება შენც ისევე მოგიხდება,
როგორც დღემდე გეომეტრია, მხატვრობა და სიმეტრია.

პირველობას რომ დაიწყებ, იქვე ბოლო აღმოჩნდები.
დღევანდელი ყოფაქცევა აღარაფრით არ ექცევა
იმ ფარგლებში შენ რომ საზღვრავ.
მოიფიქრებ გამოსავალს, შეაფასებ აზრით მავალს.

კეთილგონიერება - ალბათ მეტი გაეგება,
სიტყვა ჩემი დაბლაგვდება - ძაბვა წრედში შეიკვრება.
დავინახავ გამოსავალს - ფუნჯი სიბრტყეს გამოსახავს,
მეინატრებ გარდასახვას - ნათელსა და გარდამავალს.

..2004

No comments:

Post a Comment