Thursday, December 10, 2009

ლურჯი ცა - შენი იერი.
მინდოდა თქმა - თქმას ვერ ვბედავდი,
შენ გიყურებდი - მზერას ვმალავდი.

აქ ვერ ვდგებოდი - იქ მივდიოდი,
იქიდან ხმა შენი მესმოდა მხოლოდ.
ხმა შენი მესმოდა - ხმა შენი ნარნარი,
დაუვიწყარი იყავ,

ხოლო მე გავყურებ შორს მიმავალ ღრუბლებს,
მზე რომ ათბობს, მზე რომ წვავს და აწითურებს.
წყაროსთან ვიდექ, ლურჯი ცა და შენი იერი...
სახეზე წყალი შევისხი.

მდუმარე ლოდებს დავხედე...
დავხედე მდუმარე ლოდებს.

..2001

No comments:

Post a Comment