ვარდები და პალმა.
დატრიალდა დრამა.
გვეჩვენება განა?
დაგვანგრია ქარმა.
კ.ე.2008
Thursday, December 10, 2009
მიძინებული აწმყო, მძინარე ცხოვრება,
არ გვარგებს ახლა მდუმარე გოდება.
ნუთუ შეგვახსენეს თავი ცოდვებმა?!
მგლოვიარე და კაშკაშა ნოტებმა
ზეცაში აიტანეს ნისლი ბოდვებმა.
გაალამაზეს ქალი ლოცვებმა.
ამჟამად ტვინი ჩემი ცოფდება,
ვერ ჩაიარეს კატასტროფებმა.
დუმილი შენი, ჩემი გაოცება,
ყოველი წუთი ახლა ოცდება.
ნუთუ ჭრილობა ჩემი ხორცდება?!
შენ მომიტევე მე წამოწყება!
შენ მომიტევე მე წამოწყება!
ჩემი ცხოვრება ღმერთში ცოცხლდება.
პირადი აზრი, ლურჯი ოცნება.
კ.ე.2008
ექიმი ქალი აფთიაქარი.
გულში ჩამეხვია სევდა აფთარი.
ლურჯი ოცნება, შენს პირს შაქარი.
ნუ მოინდომეთ აყალმაყალი.
დამოკიდებულება ჩემი არის თანაბარი,
განწყობა ამ დროს გარდამავალი.
ყველაფერი ხანდახან არის წარმავალი.
სათნოება შენი, საქმე მრავალი.
ბოროტს მოინდომებს ვიცი მავანი.
გული მეტკინა, მომეც წამალი.
ექიმი ქალი, აფთიაქარი.
კ.ე.2008
საყვარელ აზრთა ჩემი განშტოება.
ბევრთან მომიწია მე განშორება.
დროს ავსებს დუმილი და მარტოება,
ფიქრი, მოგონებების გადამოწმება,
სევდის ხალისი, ფერადოვნება.
დროდადრო მეწვევა მე მოგონება.
სილამაზე უფრო ძლიერია ვიდრე ბოროტება.
მზერას ვენდობი, არ საჭიროებს გადამოწმებას.
დაკარგულ ხალხთა რიცხვი მრავლდება.
აზრთა ფეთქვა და დაბადება.
ნახატით ასახვა, კადრთა განლაგება.
კ.ე.2008
ნაწილობრივ დაფიქსირდა სიმართლე,
ნაწილობრივ მივაღწიეთ მიზანს.
ნაადრევი ნაბიჯი დაფიქსირდა,
ფიქრობენ რომ არ გვარგებდა სიჩქარე,
ნაადრევი იყო შეტევა,
სიმართლე კი თავზე აღარ გეტევა.
შეარჩიე სათანადო სიტყვა,
მერე რა რომ უფრო მეტი გინდა.
გაიხსენე მორალური საწყისი,
ამის გამო მეთქვა საყვედური სასტიკი.
ვისურვებდი ბედნიერსაც ფინალს,
მეჩვენება - ხომ არ გვძინავს.
გამოითქვა სათანადო აზრი,
კონტრშეტევა იყო უცებ მარდი.
ვისაც გინდათ განმიდექით განზე,
ჩემი მხრიდან არ ვიდარდებ მასზედ.
მომაწოდე გენაცვალე "სპიჩკა",
პაპიროსის მოწევა თუ გინდა.
აიყვანე თავი ხელში,
ამჟამად ვართ პოზიციის ფსკერში.
კ.ე.2007
ძველი ქირურგის დანა ბასრია,
მისი გონება ახლა მკაცრია,
ფერმკრთალი სახე მისი საღია,
მისი ხალათის ფერი ბაცია,
ექთანის სხეული მის გვერდით ნაზია,
მოძრაობები მათი მარდია.
ჩემი გულისფეთქვა ახლა სწრაფია.
ასისტენტი ქირურგის სულ სხვა კაცია.
ოპერაციის შედეგი ცხადია,
ზედმეტი ნუგეში ახლა რაში გვარგია.
ახლობლებს შორის სუფევს ახლა გაწამაწია.
მომავლის სტრიქონს ახლავს სანქცია -
ფორმაში მოსვლის პროცესი ზარმაცია.
კ.ე.2007
ჩემი სევდა შენსკენ მიჰქრის,
გამოსცადე სიხარული - მე და შენი სიყვარული.
შენ თუ ამბობ, რომ აქ არის სიყვარული ჩაძირული,
ის მითხარი მაშინ მარტო, რამდენჯერ გაქვს გარინდული.
შენ ის გრძნობა გამოცდილი, სიხარულში განწირული,
ყოფიერი მომენტების დიქტატურით განკითხული.
დამიჯერე - აგიხდება რაც გულში გაქვს ჩაძირული.
გრძნობისმიერ მომენტს ითვლის, ლექსში არის აკინძული.
ხომ გითხარი, აგიხდება შენ ის შენი სიხარული.
კლდეებს შუა ფიქრი არის რისკის მიერ ჩაკიდული.
გათენდება, დილა მოვა, აყვავდება გაზაფხული.
ყველაფერი ვერ იქნება ერთნაირად თვალხილული.
ზღვაზე მყოფი, თეთრ ქვიშაში, ნიჟარებში ჩაძირული
თვითმფრინავის ბგერას უსმენს, საოცარი გარინდული.
სამშობლოში დაბრუნდება, გაახსენებს ქალაქს გული.
ჩემი სევდა შენსკენ მიჰქრის,
გამოსცადე სიხარული - მე და შენი სიყვარული.
კ.ე.2005