Thursday, December 10, 2009

ოქროსფერი თევზები
და წითელი თევზები
და ფერადი თევზები
დავინახე მე;

მინდოდა დამეჭირა,
მაგრამ ვერ დავიჭირე,
შენ ოღონდ დამელოდე,
მე თევზს დავხატავ;

ვიჯექი, ვხატავდი ფერადი ფანქრებით,
მერე ვშლიდი სხვადასხვა ხერხებით,
დავხარჯე ამისთვის ურიცხვი ქაღალდი
და გამოვიდა.

რა გამოვიდა?

ოქროსფერი თევზები
და წითელი თევზები
და ფერადი თევზები
დაინახე შენ.

..2000

No comments:

Post a Comment