Thursday, December 10, 2009

უჯრედებიანი რვეულის მკრთალი ქაღალდი,
ვარსკვლავის ნათება - გვიანი ღამეა.
შეუცნობელი რამდენი რამეა.
გულში ვითვლიდი ყოველსა დღეს,
რომლის დაწყებაც მჩუქნიდა მზეს.
უკმაყოფილო არ ვუმზერ ბედს,
სიყვარულს მჩუქნიდა ბედი მე ბევრს.
ნელ-ნელა ვითვლიდი, რამდენჯერ მეტს
შეგრძნება გაჩუქებს ყოველდღე ერთს.
ხანდახან დუმილით იტყოდი მეტს,
ხან კი არ წყვიტავს არც არაფერს;
საკითხს უკვირდები, გინდა თუ არ გინდა,
რომელიც სინათლეს აქცევდა ბინდად,
სიმშვიდეს ვატარებ ხანდახან ნიღბად,
წყრომას ვისმენდი დოზებად დინჯად.
სიამოვნებას მანიჭებს კითხვა,
გასაჩენია ალბათ შეკითხვა,
მრავალ საკითხთან დაკავშირებით,
შესძლებ იტყვი შენ დანამდვილებით?

..2004

No comments:

Post a Comment