Thursday, December 10, 2009

მითხარი, რომ მაშინდელი წყენა სულ არ გახსოვს.
ისიც ვიცი, ცივზე მეტად თბილი ღვინო გათრობს.
მოდი ვიჯდეთ ერთად ასე შორიახლოს
და ვუყუროთ ამ ხის შიშველ ტოტებს.

მითხარი, რომ მაშინდელი წყენა სულ არ გახსოვს.
ისიც ვიცი, ცივზე მეტად თბილი ღვინო გათრობს.
მოდი ვიჯდეთ ერთად ასე შორიახლოს
და ვუყუროთ შემოდგომის შიშველ ტოტებს.

მითხარი, რომ მაშინდელი წყენა მართლა აღარ გახსოვს!
მე კი უკვე ცხელი ღვინოც აღარ მათრობს.
მოდი ვიჯდეთ ერთად ასე შორიახლოს
და ვუყუროთ ნოემბრისგან გაშიშვლებულ ტოტებს.

კ.ე.1999

ზამთარია ვუშვებ ასტრას ბოლს,
მაღლა ადის ის წააგავს საქსაფონს,
ყინვა არის სითბო სადღაც შორს,
მინდა გნახო, მაგრამ შენც ხარ სადღაც შორს.
ისევ ისე ვეხუტები ფრენკსის ფონს.
შენ კი ფიქრობ მე ვარ ისე არსად არასდოს.

კ.ე.2000

შენთან ახლოს მოვიწევი -
გრძნობით მოგადებ თავს
და აი უკვე მივდივარ,
მე ვტოვებ ჩემს ძველ სახლს.
დიდ აივანზე ვზივარ მე
და მოდის წვიმა ფოთლებსა შინა,
ყოველი წვეთი თბილია
და სიყვარული გვესხმება თავს.
რამდენი წვიმა, რამდენი თოვლი
ამ ფანჯრებიდან ჩანს;
რამდენი წელი რამდენი დილა
უნახავს ამ ჩვენს სახლს, ჩვენთან ერთად...
ისევ წვიმს, ისევ წვიმს, ისევ წვიმს...

კ.ე.1997

მე შენს ხელებს ჩემსაში მოვაქცევ,
მე შენს თვალებს სიღრმეში ჩავხედავ,
შემოვეხვევი მე შენს მხრებს
და გკოცნი ბევრს, ბევრს ბევრს.
შავთეთრი ფოტო მაგონებს ყველაფერს -
ო, მოგონებავ, მე გიმღერივარ მხოლოდ შენ ერთს.

კ.ე.1998

ყოველი სიტყვა ახალი ნათქვამი არის რაღაც
და მინდა ვიხილო მე შენი სახე...
ყოველი შეცდომა დაშვებულია და მიტევება მიცემულია,
მინდა ვიხილო მე შენი სახე...
ვიღაცის ცხოვრება ფოტოებად არის ქცეული, ჩემი კი არა,
ო, როგორ მინდა ვიხილო მე ის ფიქსირებული წუთიერება...
რატომ არსებობს კიდევ რამ?
რატომ არსებობს ბევრი რამ,
რაც გვიშლის ჩვენ ვიხილოთ სრულყოფილება?...

კ.ე.1996

პატარა ლაქები გაურკვეველ ადგილას,
ჭუჭყიან ჭურჭელში მთვრალი ფერები,
ფხიზელი სული, რომელიც დარდობს,
არ ეტანება უაზრო ნაყოფს;
შენ ენატრები - ენატრები ძალიან,
ენატრება თავისი სულის გარსი,
რომელიც დაკარგა - გაურკვეველია რატომ...

კ.ე.1994